ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 107 ადამიანი ემსხვერპლა

04 თებერვალი 2024, 11:22 370 ნახვა

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 107 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ, ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ქალაქები დეირ ელ-ბალაჰი და რაფაჰი დაბომბა.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, ბოლო ერთ დღეში, 165 ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად მოკლულია ათეულობით პალესტინელი მებრძოლი. ხან იუნისის შემდეგ, ისრაელი ოპერაციის გაფართოებას ეგვიპტის სასაზღვრო ზონაში გეგმავს.

7 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მსხვერპლის რაოდენობა 27 238-ს აღწევს, 66 452 ადამიანი კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში