რამდენიმე წუთის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სადავო სახლზე, გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ბინა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში დატოვა. ნათია კოპალიანი თემის დეტალებით თბილისის სააპელაციო სასამართლოდან.
შეგახსენებთ, დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსის ყოფილი მოადგილე - როლანდ ბლადაძე 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდა, ასევე გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შეძენად და მფლობელად აღიარებას. საკუთრება როლანდ ბლადაძეს წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა, მოგვიანებით კი სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გადაეცა.