გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

03 თებერვალი 2024, 20:05 487 ნახვა

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.

ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ.

ამასთან, გუშინ, სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი