საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში კი 5, 6 და 7 თებერვალს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინეს, ოთხ მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ მიმართულებასა და სახელმწიფო მმართველობას.
„ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ - ასე სათაურდება 71 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 1 წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძის სამუშაო სახელმძღვანელო იქნება.
ფასადურს უწოდებენ წარდგენილ პროგრამას მმართველი გუნდის ოპონენტები, მმართველი გუნდი კი ირაკლი კობახიძეს სრულ ნდობას უცხადებს.