აითაჯის საქმე

02 თებერვალი 2024, 18:15 525 ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ქორწინების იძულებისა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოწმის სახით იკითხება მკვლელობაში ბრალდებულის ალიმ სადიკოვის მამა. მის დარბაზში გამოჩენას მწვავე რეაქცია მოჰყვა აითაჯის დედის მხრიდან, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ მიზეზით სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მოწმის სახით უკვე დაიკითხა იმ სკოლის დირექტორი, სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა. მოწმე ირწმუნებოდა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია სკოლის მოსწავლის იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით. საპირისპიროს ამტკიცებს საქმის პროკურორი. მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. 14 წლის აითაჯ შახმაროვა გასული წლის ოქტომბერში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მოზარდი მანამდე ქორწინების მიზნით მოიტაცა. გამოძიების ინფორმაციით, გოგონამ გაქცევა რამდენჯერმე სცადა. მკვლელობა სწორედ ერთ-ერთი მცდელობის დროს მოხდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი