26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, ისინი უნგრეთისთვის გამოყოფილ თანხებსაც უკრაინაში გააგზავნიდნენ - ვიქტორ ორბანი

02 თებერვალი 2024, 14:47 327 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის გამო ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, ვიდრე ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს დათანხმდებოდა.

ორბანის თქმით, ევროკავშირის ახალ პაკეტზე თანხმობით მან თავიდან აიცილა ევროკავშირის სახსრების დაკარგვის რისკი, რომელიც გენერალური ხაზინიდან ბუდაპეშტისთვის იყო გამოყოფილი.

„ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეთანხმება თუ არ შედგებოდა და უნგრეთი გააგრძელებდა ვეტოს გამოყენების უფლებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, რომელსაც ვერ შევაჩერებდი. ისინი უნგრეთისთვის გამოყოფილ თანხებსაც უკრაინაში გააგზავნიდნენ – რატომ იქნებოდა ეს კარგი?“ – განაცხადა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროკავშირმა და უნგრეთმა შეძლეს გამოსავლის პოვნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში