თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. იგი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს.
როგორც ფერაძე აღნიშნავს, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. საგამოძიებო უწყებაში საქმის წარმოება 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში წმიდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას, რომლის ამსახველი ვიდეოც ფერაძემ 9 იანვარს გაავრცელა.