პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.
პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.
საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“,- აღნიშნულია განცხადებაში.