ერთი დღე ''ქართული ოცნების'' ყრილობამდე, რომელზეც დიდი ალბათობით ახალ პრემიერ-მინისტრს წარადგენს პარტიის საპატიო თავმაჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ამ პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება პირველი საკადრო ცვლილება, როცა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი აღმასრულებელ ხელისუფლებას ჩაიბარებს. ყრილობაზე კი პარტია ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარესაც აირჩევს.
რაც შეეხება პროცედურებს, რომლებიც ახალი სამთავრობო გუნდის დამტკიცებას ეხება.
სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რასაც ჯერ კომიტეტებში უყრიან კენჭს, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე.