დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ წევრის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელი კრიმინალური პოლიციის მიერ ალყაში იყო მოქცეული.
თავად ვარდოსანიძე კი სამართალდამცველებმა მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრის ტერორიზმთან კავშირებს ეძებდა. სამართალდამცველები ვარდოსანიძის სახლში იმ დროს მივიდნენ, როცა იგი ოჯახის წევრებთან ერთდა სახლში იმყოფებოდა.
გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების გაკეთებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმსა და თბილისში განგაში გამოცხადდა. ბათუმის მოლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო თბილისში სამთავრობო კვარტალში პოლიციის მობილიზება იყო.
ფოტო: არქივი.