საკადრო ცვლილებები

30 იანვარი 2024, 15:08 354 ნახვა

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, მთავარი კითხვაა, ვინ დაიკავებს თანამდებობას და როგორ დაკომპლექტდება სამთავრობო გუნდი.

ახალ მინისტრთა კაბინეტზე წინასწარ საუბრისგან თავს იკავებენ უმრავლესობაში, თუმცა არ უარყოფენ, რომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ვრცლად საუბრობენ ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევებზეც.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი საკადრო ცვლილებები მოულოდნელი არ აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში