სამუშაო შეხვედრები 9 დათქმასთან დაკავშირებით

30 იანვარი 2024, 14:44 303 ნახვა

9 რეკომენდაციის ირგვლივ პარლამენტმა კიდევ ერთხელ იმსჯელა, მომდევნო შეხვედრა კი 2 კვირაში ჩაინიშნა. შეხვედრაზე  საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დეპოლარიზაციაზე და მისი მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

სკეპტიკური განწყობაა საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ ნაწილშიც, თუმცა მზად არიან სამუშაო ფორმატში დარჩენისთვის.

შეხვედრაში არ მონაწილეობდა ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია “ლელო”, რომელიც 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარ სამოქმედო გეგმას რამდენიმე წუთში წარადგენს.

მაქსიმალური ჩართულობისა და კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებენ ოპონენტებს მმართველი პარტიის წევრები.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში