ევროკავშირის 9 რეკომენდაცია - სამუშაო შეხვედრა  

29 იანვარი 2024, 14:15 485 ნახვა

ერთად ერთი მაგიდის გარშემო საერთო მიზნისთვის - შესრულდეს ევროკომისიის ცხრა დათქმა, რომლის შემდეგაც ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპული დავალებების შესრულებაზე მუშაობა დაწყებული,  დღის წესრიგი და გეგმა კი გაწერილი. მოლაპარაკებების მაგიდას ზოგი ოპოზიციონერი დეპუტატი საკუთარი დათქმებით შეურთდა.

ამბობენ, რომ ჯერ საინტერესო და მისაღები ხედვები, თუ როგორ დასრულდეს ქვეყნაში დეპოლარიზაცია არ მოუსმენიათ. 

უმრავლესობას კი არ აქვს მოლოდინი, რომ ოპონენტები დესტრუქციულ გზას გადაუხვევენ. არადა ახლა მთავარ გამოწვევად ქართულ პოლიტიკაში როგორც  დღესაც იმეორებენ სწორედ ამას დეპოლარიზაცია რჩება.  

''ქართულ ოცნებაში'' მიაჩნიათ, რომ ახალმა ფორმატმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა პირველ შეხვედრას მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა, პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ''ლელომ''. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი