ქობულეთში, შუახნის ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.