სამი ბრალდებული მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 250-250 ლარით დააჯარიმა

14 მარტი 2017, 00:00 4325 ნახვა

გრძელდება 12 მარტის დილის საათებში აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქეების საქმეების განხილვა. ამჯერად მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ცოტნე აბულაძის, ალექსანდრე ბაზახჩიანის და მამუკა ბერიძის საქმეებს განიხილავს. სამივე მათგანს ბრალი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება, რაც სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას გულისხმობს. ბათუმშია რეგისტრირებული სამივე ბრალდებული. ერთ-ერთი მამუკა ბერიძე სწავლობს გორში. მისმა დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ იგი დაბადების დღეზე იყო ჩამოსული, აქციაზე კი ძმის მოსაძებნად გავიდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბრალდებული ცოტნე ბერიძე ამბობს რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან ბოდიში მოიხადა. სამივე ბრალდებული მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 250-250 ლარით დააჯარიმა.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი