ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს თავისი შუამავლის სტატუსი და ისრაელს მძევლების შინ დაბრუნებაში დაეხმაროს.
„კატართან დაკავშირებით არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, უარს არ ვიტყვი არცერთი ხაზიდან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ „ჰამასსა“ თუ სხვაზე, ვისაც „ჰამასზე“ ზეწოლის განხორციელება შეუძლია, რომ დავიბრუნოთ მძევლები. კატარი მასპინძლობს „ჰამასის“ ლიდერებს. ასევე აფინანსებს მათ. გააჩნია ბერკეტი „ჰამასზე“ სამოქმედოდ. კატარი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მედიკამენტებმა მიაღწიოს ჩვენს მძევლებამდე. მათ თავი შუამავლად წარმოადგინეს, ასე რომ, მიდით, დაამტკიცეთ ეს სტატუსი და დაგვაბრუნებინეთ ჩვენი მძევლები. მანამდე კი უზრუნველყავით, რომ მათთან წამლებმა მიაღწიოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს კატარსა და ცოტა ხნის წინ, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. ფარულ ჩანაწერში ნეთანიაჰუ არასაკმარისი ძალისხმევის გამო, კატარსა და აშშ-ს აკრიტიკებდა.