შემაჯამებელი შეხვედრა სალოტბარო სკოლების პედაგოგებთან. კულტურისა და სპორტის მინისტრმა საქართველოში მოქმედი სალოტბარო სკოლების 65 პედაგოგთან, მათ შორის - ლოტბარებსა და რეგენტებთან ერთად სკოლებისა და პედაგოგების გეგმები განიხილა, მოისმინა მათი საჭიროებები.
ისაუბრეს სალოტბარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და ყველა მათგანში სწავლების ერთნაირი მეთოდისა და სტრუქტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.