ჟურნალისტ  ელისო  კილაძის   შვილი  დააკავეს

14 მარტი 2017, 00:00 2992 ნახვა

სამართალდამცავებმა დავით ხარშილაძე დააკავეს. ის გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც ამბობს მის შვილს გაურკვეველი ნივთიერება ჩხრეკისას ჩაუდეს. პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს ხარშილაძის ადვოკატი და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.. დაკავებული ამ დრომდე დიღმის სამმართველოში იმყოფება. ის ომბუდსმენის რწმუნებულმა გუშინ მოინახულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი