ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები განაგრძოს. მიზანი, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა. ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, "სამედიცინო ჰოლდინგის" ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი 5 თებერვლამდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე თანამშრომლებს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვთ.