უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 703-ე დღეს. 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.
დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა.