სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

26 იანვარი 2024, 20:06 651 ნახვა

სომხეთის პრემიერ მინისტრმა საქართველო უკვე დატოვა, მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომამდე გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს. პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის დინამიკა შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი