სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

26 იანვარი 2024, 14:33 409 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.  ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ნიკოლ ფაშინიანს  პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.  

ვიზიტის ფარგლებში 16 საათზე დაგეგმილია  ღარიბაშვილისა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, ასეთია  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცია. 

ასევე პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

17:00 საათზე კი  მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში