აჭარაში ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 56 ოჯახი დახმარებას მიიღებს

26 იანვარი 2024, 12:04 539 ნახვა

ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 56 ოჯახი დახმარებას მიიღებს. 5 ხანძრის, ხოლო  51 სტიქიის შედეგად დაზარალებულია.  

გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. 

კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისათვის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 601 ათას 405 ლარი გამოეყოფათ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი