ფერდსამაგრი სამუშაოები 

26 იანვარი 2024, 12:01 732 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით ხელვაჩაურის მერიაში განცხადებების მიღება გრძელდება.    

თვითმმართველობას ბოლო 25 დღეში ამ პრობლემით უკვე 30-მდე ოჯახმა მიმართა.

მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტი სტიქიურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, რის გამოც ხშირია მეწყრული პროცესები და გეოლოგების რეკომენდაციით დასახლებებში სტიქიის შესაჩერებლად ფერდსამაგრ სამუშაოებს ატარებენ.

წელს 3 მილიონ ნახევარი ლარია გაწერილი სამუშაოებისთვის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში