რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდება 

26 იანვარი 2024, 12:00 410 ნახვა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. 

მოლაპარაკებები მინისტრთან რამდენიმე საათში ისევ გაგრძელდება. პარალელურად კი  მედიკოსების  ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან,  სადაც შეხვედრა დღეს სამ საათზეა ჩანიშნული, აქციას გამართავს.

შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში  დასაქმებულების ნაწილი კლინიკის დემონტაჟს ეწინააღმდეგება.  

სამინისტროს ინიციატივით, 50 ექიმი უკვე განაწილებულია სხვადასხვა კლინიკაში, პარალელურად დაიწყო თანამშრომლებისთვის კომპენსაციების შეთავაზებაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი