განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობა განათლებისა და მეცნიერების კუთხით ერთობლივი პროექტებით გაგრძელდება.