ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ღონისძიებები.
როგორც ცნობილია, წელს 2-5 მაისს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება.