რუსულმა ძალებმა დონეცკი და ხერსონი დაბომბეს

25 იანვარი 2024, 10:06 470 ნახვა

რუსულმა ძალებმა დონეცკისა და ხერსონის დასახლებული რაიონები დაბობმეს.

დონეცკში სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ჰირნიკზე განხორციელდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

ხერსონში კი ჭურვი საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტერმა 6 სარაკეტო და 97 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

უწყების განმარტებით, გასულ ღამეს ოკუპანტებმა მორიგი საავიაციო დარტყმა bpla ტიპის "shahed-136/131"-ის გამოყენებით განახორციელეს. რუსულმა ძალებმა 14 დრონი გაუშვეს, საიდანაც 11 დრონი უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი