დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია გია ვოლსკის მოუწოდებს გაიმართოს ტერიტორიული მთლიანობის დროებითი კომისია, სადაც იქნება განხილული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი.
აქუბარდიას განცხადებით, 2023 წელი მძიმე მოცემულობით დასრულდა - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა იყო უკანონო გადაწყვეტილება.
დეპუტატის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იგეგმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ აპარტ-ოტელების მშენებლობა.
თეონა აქუბარდია რუსეთის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯების გამო დროებითი კომისიის გამართვას ითხოვს.