რექტორთა საბჭო

24 იანვარი 2024, 11:44 728 ნახვა

უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს რექტორთა საბჭოზე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები ესწრებოდნენ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებსა და საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავებას და ჰორიზო ევროპ-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების საქმიანობას.

ასევე რექტორთა მხრიდან დასმული საკითხებიც განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი