ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

23 იანვარი 2024, 15:16 720 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ცვლილება შევიდა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით დადგენილებებში.ხელფასების ზრდა 10 პროცენტიანია რასაც მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს. ასევე იმსჯელეს სპორტსმენებისა და მწვრთნელების განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოების დაწესების თაობაზე. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 17 ათასი ლარია.წლის პირველ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე მოქალაქე ისევ არ შეუშვეს. ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ტარიელ ბარამიძე ირწმუნება,რომ საკრებულოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაზიანებულ სახლთან დაკავშირებით სურდა. ამბობს, რომ განცხადებაც დაწერა ,თუმცა უშედეგოდ. ამის მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მოქალაქეებს სხდომაზე დასასწრებად ბარიერი არ აქვთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში