აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში

23 იანვარი 2024, 10:04 455 ნახვა

ისრაელის ჯარები უფრო ღრმად შედიან ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხან-იუნისში ისრაელის გაძლიერებული იერიშების შედეგად, ბოლო 24 საათში, 65 პალესტინელი დაიღუპა.

პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ.

პენტაგონის განცხადებით, მათ ამჯერად „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის მიწისქვეშა საცავზე, რაკეტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე.

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი ცდილობდნენ, დაიცვან „ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი.“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში