ერაყში ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ

21 იანვარი 2024, 14:39 477 ნახვა

ერაყში, ალ-ასადის ავიაბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ. აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ალ-ასადის ავიაბაზას, სადაც ამერიკული ჯარები არიან განთავსებული, ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ, რომელიც თავს ერაყის ისლამურ წინააღმდეგობას უწოდებს.

თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ერაყელი სამხედრო დაიჭრა და რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ დაზიანებები მიიღო. 

შეგახსენებთ, ისრაელ-ღაზას კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ერაყსა და სირიაში აშშ-ის პოზიციებს რამდენჯერმე დაარტყეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი