პუტინის ომი უკრაინაში

21 იანვარი 2024, 10:15 458 ნახვა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის მიმართულებით უტევდნენ.

გენშტაბის ცნობითვე, უკრაინელები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ საოკუპაციო ჯარებსა და მათ ტექნიკას.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა დონეცკი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.

დაიბომბა მიკრორაიონი, სადაც ქალაქის ბაზარი მდებარეობს. რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, განცხადებით, დაიღუპა  12 მოქალაქე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი