ომი ახლო აღმოსავლეთში

21 იანვარი 2024, 10:55 416 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლებია - ღაზას სექტორში გრძელდება ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაცია. ამავე დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ამბობს, რომ ისინი "ლიბანში ბრძოლისთვის მზადყოფნას ზრდიან, რადგან ლიბანში ომის შესაძლებლობა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე".  

ღაზის სექტორის მთლიან ტერიტორიაზე "ჰამასის" სამხედრო ბაზებთან ერთად საბრძოლო იარაღის განადგურებაც გრძელდება. მხოლოდ ერთ დღეში არაერთი მძიმე საბრძოლო აღჭურვილობა განადგურდა. აქტიურია სახმელეთო და საზღვაო იერიშებიც. ისრაელელმა სამხედროებმა "ჰამასის" გვირაბის შახტები და სადამკვირვებლო პუნქტები აღმოაჩინეს. ყველა მათგანი უკვე განადგურებულია.

ამის პარალელურად,  წუხელ სირიაში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 ოფიცერის დაღუპვას გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი. მისი განცხადებით, ისრაელი დაისჯება სირიაში განხორციელებული დარტყმის გამო, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი