სამართლიანი არჩევნები მხოლოდ მიხეილს სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში წარმოუდგენია ენმ-ს, სადაც მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლითაც ექს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის დასკვნას პასუხობს. ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნებისა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მიიღებენ, არამედ ამას პუტინი გადაწყვეტს. სეირნობისთვის ვერავინ გაიყვანს მიხეილ სააკაშვილს აღმაშენებლის ხეივანზე, ეს გამორიცხულია“-აცხადებენ მმართველ პარტიაში. ამასთან აცხადებენ, რომ როგორც კი კლინიკიდან მისი ციხეში გადაყვანის აუცილებლობა დადგება, ეს უნდა გაკეთდეს.მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, მისი უფლებები კი მაღალ სტანდარტითაა დაცული ამბობენ მმართველ პარტიაში. მიხეილ სააკაშვილმა კი საკუთარ მოსახლეობას მიმართა ,რომ ის უნდა გაათავისუფლოს სწორედ ხალხმა რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის.