ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

19 იანვარი 2024, 11:55 425 ნახვა

ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი რეზოლუციის დამტკიცებას სოციალისტები, ცენტრისტები და მწვანეები მოითხოვდნენ, თუმცა ევროპის სახალხო პარტიამ დოკუმენტის ტექსტში ცვლილების შეტანა მოითხოვა.

რედაქტირებული დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ცეცხლი ისრაელში მხოლოდ მძევლების გათავისუფლების და ჰამასის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს, საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი