ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გაძლიერებასა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

18 იანვარი 2024, 21:06 488 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერის თქმით, აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი