ევროპელ ლიდერებს მადლობა გადავუხადე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, კანდიდატის სტატუსის სახით, ყველამ ერთად მივიღეთ დეკემბერში - ირაკლი ღარიბაშვილი

18 იანვარი 2024, 19:52 499 ნახვა

ევროპელ ლიდერებს მადლობა გადავუხადე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ყველამ ერთად მივიღეთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის შეჯამებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„წლევანდელი წელიც იყო, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო. მივიღე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიებში. ასევე გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და მივიღე მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით და დავოსის ფორუმის პრეზიდენტის მოდერაციით. მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ამ პროცესს, ზოგადად, რაც უკავშირდება ბალკანეთის ქვეყნების გაერთიანებას ევროკავშირში, ასევე ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში.

ჩემთან ერთად ამ დახურულ პანელში მიიღო მონაწილეობა მოლოდვის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადე ყველა ევროპელ ლიდერს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, როგორც აღვნიშნე ურსულა ფონ დერ ლაიანი, მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის სახელით. ყველას მადლობა გადავუხადე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ყველამ ერთად მივიღეთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის სახით.

ამას გარდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა უახლესი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, ძლიერი ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ჩვენი გეგმები, ჩვენი ხედვები, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამ თემაზე ბუნებრივია იყო საუბარი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში მყოფ ქართულ მედიასაშუალებებს ეკონომიკური ფორუმის გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი