დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს მესამე დღეა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებს აცნობს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ -მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ბიზნესგარემოზე ესაუბრა ქუვეითის სახელმწიფოს უმსხვილესი კომპანიასაც, რომელიც ოპერირებს ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში. ეკონომიკური მიმართულება დავოსის ფორუმის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. დღეს არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ განცხადებები შუა დერეფნის გახსნის შესახებ. აქცენტები გაკეთდა ევრაზიის კონტინენტის ახალ შესაძლებლობებზე, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. მიმზიდველ და ალტერნატიულ კორიდორზე მსჯელობა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფორმატში მსოფლიო ლიდერებმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყეს, თუმცა ახლა განსაკუთრებით გააქტიურეს მსჯელობა რადგან მიმდინარე კონფლიქტებმა ახალი სატრანზიტო მარშრუტის საჭიროება კიდევ უფრო მეტად გააჩინა. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება ახალი კორიდორის განვითარების იდეისადმი.