ტენდერი ლაო ჯინ ჯაოს აგარაკის რეაბილიტაციისთვის

18 იანვარი 2024, 11:10 624 ნახვა

ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს აგარაკში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაის მუზეუმის გახსნას გეგმავს. თუმცა მანამდე შენობის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად  70 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადეს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რეაბილიტაციის შემდეგ შენობის ინტერიერი ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლობის ჩართულობით მოეწყობა, იგეგმება ღია კაფის მოწყობაც, სადაც  ვიზიტორებს ადგილზე მოყვანილი ჩაის დაგემოვნება შეეძლებათ.

მუზეუმი სავარაუდოდ 2025 წელს გაიხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის აპრილში უნდა დაიწყოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი