გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის შეხვედრები საქართველოში დაიწყო. მან პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა, განიხილეს კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები.
ამ წუთებში რიჩარდ ნეფიუ ხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა პროკურატურისა და სუს-ის წარმომადგენლებთან.