60 სახელმწიფოს ლიდერი და 1600-ზე მეტი კომპანიის პირველი პირი - დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
მიმდინარე კონფლიქტები და ეკონომიკური სირთულეები - სწორედ ამ საკითხებზე იქნებიან ლიდერები მომდევნო რამდენიმე დღეს ფოკუსირებული. სავარაუდოდ მოვისმენთ პოლიტიკურ გზავნილებსაც მსოფლიო ლიდერებისგან.
დღის წესრიგის სათავეში ღაზის სექტორსა და უკრაინაში ომების დასრულების ძალისხმევის საკითხია. მონაწილეებს შორის არიან უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ჩინეთის პრემიერი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები. განსაკუთრებული ინტერესით კი ელოდებიან ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლას, ასევე ჩინეთისა და აშშ-ს დელეგაციებს წარმომადგენლების გზავნილებს პოლიტიკური ტრიბუნიდან.