ერაყის დედაქალაქ ერბილში, ამერიკის საკონსულოსთან, რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა ექვსი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების უგულებელყოფას შეეხება.