საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს - საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც 2023 საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია შეაფასა.
„2021 წლიდან დღემდე, პრინციპში, საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს. საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა. 2023 წელს მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 9.1%-ით გაიზარდა. ექსპორტი 6.1 მლრდ დოლარი გახდა, იმპორტი კი 14%-ით გაიზარდა და 15.4. მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა და ჯამში, 21 აშშ დოლარს გადასცდა. ვფიქრობ, რომ დამაიმედებელი მონაცემებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულე იყო კონკრეტულ სექტორებში და გარკვეული შეფერხებები იყო, საერთო მონაცემები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით გვაქვს, მაინც იმედის მომცემია, იმისთვის, რომ 2024 წელსაც ჩვენ გვქონდეს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.