შეხვედრა დავოსში უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 

14 იანვარი 2024, 20:02 445 ნახვა

დავოსში უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მე-4 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც მონაწილეობდა.

ანდრეი ერმაკმა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ისაუბრა. 

მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.

ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ერთობლივ სამუშაო გეგმის შედგენაში. ერმაკის თქმით, ეს მთელი კაცობრიობის გამოწვევაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი