მაღალმთიანეთის გაზიფიცირება გრძელდება 

13 იანვარი 2024, 12:01 595 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთის გაზიფიცირება გრძელდება. დაბა ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და აბონენტების დაერთება მიმდინარეობს. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი ორ ეტაპად დაიგეგმა.   

პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რომელიც  ბათუმიდან ხიჭაურის დასახლებაში ძირითადი მილსადენის მოწყობას მოიცავდა, ხოლო  სამუშაოების მეორე ეტაპი ხიჭაურის დასახლებიდან - გოდერძის უღელტეხილამდე აბონენტების გაზიფიცრიებას გულისხმობს.  

პროექტის ფარგლებში   მაღალი წნევის გაზსადენი 120 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.  აქედან 90 კილომეტრიან მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია და აჭარის მაღალმთაინეთის გაზიფიცირება მიმდინარე  წლის ზაფხულში დასრულდება.

მაღალმთიანეთის გაზიფიცირებისთვის  55 მილიონი ლარი იხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში