​საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

12 იანვარი 2024, 21:30 1016 ნახვა

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“, შემდეგ იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.

წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნუცა წარმატებით მონაწილეობდა ისეთ კონკურსებში, როგორებიცაა:

2011 წ. „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი)
2013 წ. „ერთი–ერთში“ (ფინალისტი)
2014 წ. „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული)
2015 წ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი)
2017 წ. „The Voice of Turkey“(ნახევარფინალისტი)
2020 წ. „ყველა ერთად“(ფინალისტი)
2021 წ. Kenga Magjike (გამარჯვებული)
2021 წ. „ყველა ერთად“ (ფინალისტი)
2023 წ. American Idol (ტოპ 12)

2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. 2023 წლამდე, პარალელურად, ლოს ანჯელესსა და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს. 2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში – American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში