ბათუმის ხუთი სკოლის მოსწავლეები 15 იანვრიდან სასწავლო პროცესს ისევ ალტერნატიულ შენობებში გააგრძელებენ. მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაწყებულია, სადაც გარდა კედლებისა ყველაფერი უნდა შეიცვალოს.
ახალი შენობა შენდება მე-16 სკოლისთვის, რეაბილიტაცია მიმდინარეობს მეხუთე სკოლაშიც, მეშვიდე და ოცდამეთერთმეტე ამორტიზებული სკოლების დემონტაჟი კი ჯერ არ დაუწყიათ.
როგორც რესურსცენტრში აცხადებენ ახლა სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საერთო ჯამში აღნიშნული სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სასწავლო წელს ჩამოთვლილ სკოლებში სწავლის განახლება არ იგეგმება.