ცოლის მკვლელობის საქმე 

10 იანვარი 2024, 11:05 444 ნახვა

20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება კაცს, რომელმაც თბილისში ცოლი მოკლა.  არსებული ინფორმაციით მას ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ, რადგანაც ექიმები ამბობენ, რომ  ბრალდებულს არც ადვოკატთან კომუნიკაცია შეუძლია და არც გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემა. ის ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია.    

გუშინ ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ოპერაცია. გამოჯანმრთელების შემდეგ მას საპატიმროში გადაიყვანენ. ქეთევან ედიბერიძეს ქმარმა, ცივი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიაყენა, როდესაც ქალს 3 თვის შვილთან ერთად ეძინა. რამდენიმე წუთში კი, იმავე დანით, გულ-მკერდის არეში, თვითდაზიანებები თავადაც მიიყენა.         

ახალგაზრდა ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი